ტარიელ ნაკაიძე - ისლამი და ნებისმიერი სხვა რელიგია არ ქადაგებს იმას, რომ ომი და ძალადობა იყოს

მთავარია, რომ ისლამი და ნებისმიერი სხვა რელიგია არ ქადაგებს იმას, რომ იყოს ძალადობა, ომი და აგრესია, პირიქით, ყველა რელიგია დაფუძნებულია ადამიანის სიყვარულზე, - ამის შესახებ "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "ბათუმის საერთაშორისო ფორუმი - რელიგია და მშვიდობა" განაცხადა.

როგორც ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, კონფერენციის მთავარი მიზანია, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა ერთად იმსჯელონ იმ საკითხზე, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის აქტუალურია.

"ვფიქრობ, რომ დროა ყველა რელიგიამ ვუთხრათ მსოფლიოს, რომ შეჩერდეს სისხლის ღვრა, ერაყელი, ასურელი, პალესტინელი ბავშვების კვლა და დავაფასოთ ღმერთის ქმნილება. ეს ღონისძიება არის ორდღიანი, მომხსენებლები გვეყოლება სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს იქნება ჩვენი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

ბათუმის "შერატონში" აღნიშნული კონფერენცია "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ეძღვნება და მიზნად ისახავს რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და რელიგიების როლის წარმოჩენას მშვიდობის საკითხში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: "მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში".

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე სასულიერო პირები, თეოლოგები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები.

ღონისძიებას დაესწრებიან ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად "ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის" პრეზიდენტი კიელ მაგნე ბონდევიკი, ევროპული ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის ფორუმის" ხელმძღვანელი იოჰან კანდელინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ფიდესი და აშშ–სა და თურქეთის ელჩები საქართველოში. კონფერენციის სტუმრების მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია