გურჯაანის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 35 ექიმისთვის ტრენინგი "კიბოს კონტროლი პირველადი ჯანდაცვის რგოლში" ჩატარდება

ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება (ASCO) 24-25 აპრილს, გურჯაანის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 35 ექიმისათვის ჩაატარებს სასწავლო კურსს "კიბოს კონტროლი პირველადი ჯანდაცვის რგოლში".

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, ტრენინგი ჩატარდება ფონდის, შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის და საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით.

მათივე ინფორმაციით, სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია, კიბოს კონტროლის გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებით გზით ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა: კიბოს პრევენცია და სკრინინგი, რეფერალი, ხელშემწყობი ზრუნვა და ა.შ. პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართვა კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროცესში წარმოადგენს გურჯაანის რაიონში მიმდინარე პილოტური პროექტის ძირითად მიზანს. პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ითვალისწინებს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგისპილოტური პროგრამის განხორციელებას გურჯაანის რაიონში, რათა შეიქმნას ეფექტური მოდელი შემდგომში მთელიქვეყნის მასშტაბით რეპლიკაციის მიზნით. პირველადი ჯანდაცვის რგოლის 35-მდე ექიმი გაივლის ტრენინგს და ჩაერთვება კიბოს სკრინინგის პილოტური პროექტის განხორციელებაში. კიბოს კონტროლის ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, კერძოდ კი კიბოს ორგანიზებული სკრინინგი, რეფერირება და პრევენცია საქართველოს კიბოს კონტროლის ეროვნული გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO) ამ სასწავლო კურსს გააჩნია სრული პოტენციალი, რათა მომავალში გახდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ნაწილი, და გამოყენებულ იქნას როგორც სასწავლო მოდელი პირველადი ჯანდაცვის მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის