ტელეწამყვანებისა და ჟურნალისტებისთვის გასართობ ცენტრ "ასტრა პარკში" დღეს მედია ტურნირი გაიმართება.
შეჯიბრი კარტინგსა და სროლაში ჩატარდება. გარდა ამისა, ტელევარსკვლავები მონაწილეობას ე.წ. "ცეკვის კარაოკეში" მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირში ერთმანეთს ეჯიბრებიან - გიორგი ვარდოსანიძე, ნინო გაზდელიანი, თამუნა მუსერიძე, ნანიკო ხაზარაძე, მზია შარაშიძე, ზურა შარია, ირაკლი ვახტანგიშვილი, გიორგი ჯანელიძე, გიორგი კაპანაძე, გიორგი ქორიძე, და სხვები.
"ასტრა პარკის" პარტნიორებია - LUTECIA და კუზანოვის კლინიკა.
"გასართობი ცენტრი "ასტრა პარკი" 2007 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. უკვე 7 წლის განმავლობაში თავისუფალ დროს "ასტრა პარკში" სიამოვნებით ატარებენ როგორც ბავშვები, ისევე მოზრდილები. კარტინგის გარდა, კომპლექსში ბილიარდის კლუბი, სათამაშო ავტომატები მოქმედებს, შესაძლებელია, სამაგიდო თამაშებით გართობა, ასევე ეწვიოთ თანამედროვე 7D კინოთეატრსა და ტირს. სპორტული მანქანების მართვის შესწავლის მსურველებს კი კარტინგის სკოლა ელის. გარდა ამისა, ცენტრში ახალი კაფე გაიხსნა, რომელშიც დაბადების დღისა და სხვა ღირშესანიშნავი თარიღის აღნიშვნაა შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.