საქართველოში პირველი ფაბლაბი მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა. საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბ (FabLab) საქართველოსინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მიწურულს გაიხსნა.
ლაბორატორია ფაბლაბების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, ფაბლაბ ილიაუნიმ ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, როგორებიცაა 3D პრინტერი, 3D სკანერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი (CNC) და ა.შ. ლაბორატორია არის საშუალება გამომგონებლებისა და მეწარმეებისათვის, შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი სტარტაპ კომპანიების მშენებლობას.
ფაბლაბი კვირაში 7 დღე მუშაობს და 2 დღე სრულიად უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2015 წელს კიდევ 4 ფაბლაბს გახსნის. აქედან ორი რეგიონებში - ქუთაისსა და ბათუმში გაიხსნება. ფაბლაბი გაიხსენა სამხატვრო აკადემიაში. 2015 წლის მეორე ნახევარში კი უფრო მაღალი დონის დანადგარებით აღჭურვილი ფაბლაბი საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში, ოქროყანში გაიხსნება.