ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონფერენცია გაიმართა

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, სახელწოდებით "საქართველოსთვის გაჩენილი ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ" საქართველოს მთავრობის, ასევე ევროკავშირის და კერძო სექტორის წარმომადგნელები მონაწილეობდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემაც. როგორც ელჩმა აღნიშნა, DCFTA -ის ხელმოწერით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო, რამდენადაც DCFTA თვისობრივად განსხვავებული ტიპის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის გარდა ქვეყნას რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პაკეტს სთავაზობს.

"ხელშეკრულება მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის. თავისუფალი ვაჭრობა თანამედროვე სამყაროში ის მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის განვითარებას", - განაცხადა საბანაძემ.

ამასთან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე, მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდისთვის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე.

"საინტერესო იყო უშუალოდ ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს ბიზნეს კლიმატის და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ საუბარი. აღინიშნა გამართული ქართული საბანკო სისტემა, ბიზნესის დაწყებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემო, საქართველოში მოღვაწე უცხოელმა ბიზნესმენებმა ასევე აღნიშნეს ადგილობრივი ქართველების პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი. ბიზნესმენებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან DCFTA-ს ხელმოწერით საქართველომ არჩევანი გააკეთა არა რუსეთის და ევროპის ბაზრებს შორის, არამედ წარსულსა და მომავალს შორის. სამომავლო პერსპექტივაზე ორინეტერებული ბიზნესი თავად არის დაინტერესებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნისთვის. შესაბამისად, DCFTA არის ხელშეკრულება, რომელიც ხელს უწყობს ქართული ბიზნესის მოდერნიზებას", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე განმარტებით, სესია ასევე დაეთმო ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაწეულ დახმარებას.

"ქართულმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს გაუზიარეს ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრების საკუთარი გამოცდილება. კონფერენციის დასასრულს გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა", - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს