ლაშა  ბუღაძე - ქართულ კინოში  დაიკარგა იუმორი, ექსცენტრიზმი, რომელიც ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითმა პაემნებმა" მოიტანა

თბილისში, კინოთეატრ "ამირანში" ლევან კოღუაშვილის კომედიის - "შემთხვევითი პაემნების" პრემიერა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საინტერესო საფესტივალო ბიოგრაფია ჰქონდა, არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის - სოფიას კინოფესტივალის სამი ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი შედგა 2014 წელს ბერლინალეზე.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია და მისი ფინანსური მხარდაჭერით არის გადაღებული.

პრემიერის შემდეგ ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები" პრემიერაზე მყოფებმა შეაფასეს.

"ბოლო წლების ქართულ კინოში ნამდვილად დაიკარგა იუმორი, ირონია, ექსცენტრიზმი, რომელიც ამ ფილმმა - ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითმა პაემნებმა" მოიტანა. გაგვართო, მაგრამ გართობის მიღმა არის ერთგვარი სევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრი ამას არ გულისხმობს, ფილმში ასახულია სოციალური ელემენტები, მელანქოლიური ყოფა, ვხვდებით უცნაურ ოპტიმიზმს. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ისე გავიდა ეს საათნახევარი, რომ ნამდვილად მივიღე სიამოვნება", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის შეფასებით კი, ფილმს წინ დიდი მომავალი აქვს.

"ლევან კოღუაშვილმა "შემთხვევითი პაემნებით" ჩემთვის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე, როგორც რეჟისორზე, აქამდეც არაჩვეულებრივი აზრი მქონდა, დღეს სულ სხვა სტილისტიკის ფილმი ვნახე, ძალიან განსხვავებული გემოვნების. ჩვენებიდან გამოსვლისას ზუსტად ეს ვუთხარი რეჟისორს: მადლობა ასეთი დიდი საჩუქრისთვის. ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას და ვფიქრობ, რომ წინ დიდი მომავალი აქვს. ნამდვილი აღმოჩენა გვაქვს ახალ ქართულ კინოში, ბოლოს როდის ვნახე კომედიური ელემენტებით ქართული ფილმი, "ცისფერი მთების" შემდეგ, არ მახსოვს", - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა