"ბიბლუსი" და იტალიური კაფე-სანაყინე "ჩი გუსტა" დღეს მრგვალ ბაღში ნაყინის დღესასწაულს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს , ნაყინის დღესასწაული 12:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას ნაყინის სეზონის გახსანასა და "ჩი გუსტასთან" ერთად ბედნიერ ბავშვობაში მოგზაურობას ჰპირდებიან.
ორგანიზატორების განცხადებით, მრგვალ ბაღში მისულ საზოგადოებას ელის უგემრიელესი ნაყინი განსაკუთრებულ ფასად (2 ლარიდან), ასევე მუსიკა Dj-ის თანხლებით, სპეციალური გასართობი პროგრამა პატარებისათვის, უფასო ბიბლიოთეკა "ბიბლუსისგან", შეხვედრა საბავშვო ავტორთან, გურამ პეტრიაშვილთან და ფასდაკლება "პალიტრა L"-ის წიგნებზე.
უფრო კონკრეტულად კი მრგვალ ბაღში დღეს, 12:00 საათიდან Dj დაუკრავს, 13:00 საათზე საბავშვო გასართობი პროგრამა დაიწყება (გაგრძელდება 3 საათი), ხოლო 14:30 საათზე გურამ პეტრიაშვილთან შეხვედრა გაიმართება.