კულტურის სამინისტრო "ექსკურსია-მუზეუმებში" მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო "ექსკურსია-მუზეუმებში" მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს. როგორც დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ექსკურსია-მუზეუმებში პროექტის ფარგლებში ყველა სკოლის მოსწავლეს ექნება საშუალება ესტუმროს მუზეუმებს, დაათვალიეროს არსებული საგამოფენო სივრცეები, გაეცნოს მუზეუმის ისტორიას და მრავალფეროვან პროგრამებს.

კულტურის მინისტრის თქმით, ამ პროგრამის საშუალებით ბავშვები სამუზეუმო ხელოვნებას შეიყვარებენ და დაინტერესდებიან მუზეუმებით და აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესებში. მისივე თქმით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზეა დამოკიდებული ამიერიდან რამდენად კრეატიულად შეადგენენ მუზეუმების დათვალიერების პროგრამებს.

კულტურის მინისტრმა შეხვედრაზე, რომელსაც მუზეუმების დირექტორები ესწრებოდნენ, ასევე მოახდინა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული აღნიშნული პროგრამის წარდგენა. მისივე თქმით, დაინტერესებულ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ პროექტის "ექსკურსია-მუზეუმში" შესახებ დეტალური ინფორმაცია კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე მოიძიონ.

მინისტრმა საუბრისას დასძინა, რომ ჯერჯერობით ამ პროგრამაში ჩართული არიან თბილისის მუზეუმები. მან იმედი გამოთქვა, რომ კულტურის სამინისტროს ამ ინიციატივას რეგიონების მუზეუმებიც შეუერთდებიან.

საუბრისას მიხეილ გიორგაძემ ასევე დასძინა, რომ კულტურის სამინისტრო სკოლებისათვის ახორციელებს თეატრების პროგრამას, რომლის ფარგლებში რამდენიმე ათასმა ბავშვმაც ისარგებლა ამ პროგრამით და წელს ამ პროგრამის განხორციელება მათ უბიძგა კიდევ ერთი პროგრამა შეექმნათ სკოლის მოსწავლეებისთვის.

კულტურის მინისტრმა შეხვედრაზე მყოფ მუზეუმების დირექტორებს წინასწარ მიულოცა მუზეუმის საერთაშორისო დღე 19 მაისი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია