"ბიბლუსი" და იტალიური კაფე-სანაყინე "ჩი გუსტა" მრგვალ ბაღში ნაყინის დღესასწაულს მართავს

"ბიბლუსი" და იტალიური კაფე-სანაყინე "ჩი გუსტა" მრგვალ ბაღში ნაყინის დღესასწაულს მართავს. მრგვალ ბაღში შეკრებილები არიან ბავშვები მშობლებთან ერთად, რომელთა გართობაზეც ანიმატორები ზრუნავენ.

მრგვალ ბაღში მისულ საზოგადოებას შეუძლია შეიძინოს უგემრიელესი ნაყინი განსაკუთრებულ ფასად და მოუსმინოს მუსიკას დიჯეის თანხლებით. პატარებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა არის, ასევე უფასო ბიბლიოთეკა "ბიბლუსისგან". აქვე არის ფასდაკლება "პალიტრა L"-ის წიგნებზე.

მრგვალ ბაღში დღეს პატარები მწერალ გურამ პეტრიაშვილს შეხვდებიან.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის