თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ხელნაწერთა ცენტრის საქმიანობაზე აუდიტის დასკვნა შესაბამის ორგანოებში უკვე გადაგზავნილია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ხელნაწერთა ცენტრის არც ერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, ზაზა აბაშიძესთან გასაუბრების გასაჯაროება მოითხოვოს.

როგორც თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ჩანაწერი არის აპლიკანტის საბუთებით და ამის გასაჯაროების უფლება მხოლოდ მას აქვს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გასაუბრებაზე ჩაწერილია ძირითადად შეკითხვები და მათზე პასუხები.

"ეს ადამიანი ყავთ იქ, შეუძლიათ იგივე შეკითხვები დაუსვან და პასუხები მიიღონ. სხვა შემთხვევაში მხოლოდ აპლიკანტს შეუძლია ამის გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეთანხმდებიან", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მინისტრის განცხადებით, სამაგიეროდ გასასაჯაროვებლად მზად არის აუდიტის დასკვნა. მინისტრმა მედიას უთხრა, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ მოითხოვონ ეს როგორც საჯარო ინფორმაცია და ნახონ. ამასთან, თამარ სანიკიძის განცხადებით, აუდიტის დასკვნა შესაბამის ორგანოებში უკვე გადაგზავნილია.

რაც შეეხება კითხვას, როდის მოხდება ზაზა აბაშიძის წარდგენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ზაზა აბაშიძე პარასკევს წარადგინეს, ის შეხვდა თანამშრომლებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზაზა აბაშიძემ მუშაობა დღეიდან დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა