ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ, ყველანი ვემსახურებით საქართველოს

ჩვენ, ყველანი ვემსახურებით საქართველოს, ეს ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე , საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი დღე განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა.

"სიმბოლურია, რომ თქვენ დღეს გახდით საქართველოს ჯარისკაცები. ეს დიდი და საამაყო სახელია. დღეს თქვენ ფიცით განამტკიცეთ საკუთარი მზადყოფნა, რომ ერთგულად და პატიოსნად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. ყველას უნდა გვახსოვდეს, თუ რის ფასად ვდგავართ აქ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსთვის. სწორედ მათი თავდადების შედეგია, რომ დღეს თქვენ ამაყად შეგიძლიათ თქვათ - ვემსახურები საქართველოს. ჩვენ, ყველანი ვემსახურებით საქართველოს. ეს ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი ვალის აღსრულება და მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ ჯარიკაცის საპატიო სახელს, პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს წინაშე და ის პატრიოტული სულისკვეთება, რომლითაც იწყებთ სამსახურს, შეგმატებთ ძალას, რომ ბოლომდე ღირსეულად ემსახუროთ სამშობლოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ქართულ შენაერთებს.

"ჩემთვის დიდი პატივია 26 მაისი მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, განსაკუთრებით, ქართულ შენაერთებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს უცხო მიწაზე თავდადებით, ერთგულად ემსახურებიან მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ჩვენი, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის უსაფრთხოებასა და ბედნიერ მომავალს. მემაყება, რომ ქართველი ჯარისკაცი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა.

"დღეს არ შემიძლია კიდევ ერთხელ განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით არ გავიხსენო გმირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მე პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ქედს ვიხრი მათი უკვდავი სახელების წინაშე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ, ყველანი ვემსახურებით საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილი

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა