თბილისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უსინათლო, მხედველობის დარღვევის მქონე ან სხვაგვარად ბეჭდვითი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობების არმქონე პირებისთვის გამოქვეყნებული ნაწარმოებების ხელმისაწვომობის გაადვილების შესახებ მარაკეშის ხელშეკრულებისა და აუდიოვიზუალური შესრულებების შესახებ პეკინის ხელშეკრულების თაობაზე.
კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ გახსნა, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.
სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ, მონაწილეობას იღებენ ეროვნული ხელისუფლებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელები საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. როგორიცაა Daisy კონსორციუმი, მსახიობთა საერთაშორისო ფედერაცია (FIA), ფილმის პროდიუსერთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (FIAPF), საბიბლიოთეკო ასოციაციების და დაწესებულებების საერთაშორისო ფედერაცია (IFLA), რეპროდუქცირების უფლებების საერთაშორისო ფედერაცია (IFRRO), გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია (IPA), ამერიკის კინემატოგრაფია და მსოფლიო უსინათლოთა კავშირი (WBU).
როგორც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკოლოზ გორგილაძემ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სემინარია, რადგან ეძღვნება ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას - პეკინის შეთანხმებასა და ქალაქ მარაკში გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებულ შეთანხებას. ეს შეთანხმებები მოქმედებს საავტორო უფლებების სფეროში.
პეკინის შეთანხმება, 12-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღებული იქნა 2012 წლის 26 ივნისს, ისმო-ს დიპლომატიურ კონფერენციაზე, რომელიც გააძლიერებს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებების შემსრულებელთა ქონებრივ უფლებებს და უზრუნველყოფს მათ დამატებითი შემოსავლით.
ქალაქ მარაკეშში მიღებულ შეთანხმებას გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ჰუმანიტარული და სოციალური განვითარების განზომილება.