გორის მერიამ სტალინის გამზირის №19-ში კორპუსის სახურავისა და ეზოს საფარის მოსაწყობად საჭირო თანხის 90% დააფინანსა

გორის მერიამ სტალინის გამზირის №19-ში მდებარე კორპუსის ამხანაგობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სახურავისა და ეზოს საფარის მოსაწყობად საჭირო თანხის 90% დააფინანსა.

გორის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სტალინის #19-ში რამდენიმე დღის წინ დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.

პროექტის საერთო ღირებულება 38 374 ლარია, საიდანაც 34 536 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ თანხას, 3 838 ლარს კორპუსში მცხოვრები 16 ოჯახი დაფარავს. თანადაფინანსების პირობებში თითოეული ოჯახი საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ 240 ლარს გაიღებს.

"სახურავი დაზიანებული იყო და წყალი ჩამოგვდიოდა, ეზო კი ისეთ დღეში იყო, რომ წვიმის დროს გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ორივე პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და მერიის დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი სახსრებით, ნამდვილად ვერ გავწვდებოდით", - აცხადებენ კორპუსის მაცხოვრებლები.

მიმდინარე წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამით უკვე 7 ამხანაგობა დაფინანსდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 250 000 ლარია.

"პროგრამამ წელს ამხანაგობების სასარგებლოდ ცვლილებაც განიცადა. კერძოდ, მერიის თანადაფინანსების წილი 80%-დან 90%-მდე გაიზარდა. ამასთან, განისაზღვრა ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსება 100%-ით", - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა