ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელფასების გაზრდა იგეგმება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით აჟიოტაჟი პოლიტიზირებულ და კარგად დადგმულ სპექტაკლს გავდა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების ზრდა.

"ხელნაწერთა ინსტიტუტთან დაკავშირებით გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა და ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული. იქ არავითარი საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო პოლიტიზებული და კარგად დადგმულ სპექტაკლს გავდა ყველაფერი. თუმცა, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, ისე როგორც არასდროს, ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი არის გაათმაგებული. თუ რას ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ განმვმარტავ, ვინაიდან, როგორც ჩანს, ტელევიზიებმა არ გააშუქეს და მოსახლეობას არ განუმარტეს. უკვე თვის ბოლომდე დასრულდება იქ არსებული სიტუაციის შესწავლა. უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის ფონდებში არსებულ მდგომარეობას. ხელნაწერთა ცენტრი არის უმნიშვნელოვანესი, არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების საკურატორო, ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოს ძალიან დიდი საგანძური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება ხელფასების მატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის, წლის ბოლოდან იგეგმება ახალი შენობის აგება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ცენტრის მიმართ ინტერესი გაზრდილია, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წინა მთავრობები ამ ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ და რატომღაც ახლა აღმოჩნდა იგი ყველასთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ხელისუფლების - ოპონენტებისთვის, რაც ღარიბაშვილის თქმით, მათ სიცრუეზე და ფარისევლობაზე მიუთითებს.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნულია ღირსეული პიროვნება ზაზა აბაშიძე, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს თავს გაართმევს.

რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესს, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფი კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით. პრემიერი მიიჩნევს, რომ მმართველის დანიშვნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სახელმწიფომ და ამ შემთხვევაში მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა