"ბიბლუსი ქიდსის" საზეიმო გახსნა დღეს გაიმართება

"ბიბლუსი ქიდსის" გრანდიოზული, საზეიმო გახსნა დღეს გაიმართება. როგორც "ინტეპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს , ,,ბიბლუსი ქიდსი" დღეს, 1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, ჭავჭავაძის N 7-ში (1 სართული) გაიხსნება.

"ბიბლუსი ქიდსის" დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ჯადოსნურ სამყაროში შემობიჯება თავისუფალია. ჩვენი მეგობარი ზღაპრის გმირები: მინიონები, გუფი და მიკი, ჯეკ ბეღურა, ჰელოუ კიწი, თაგუნია ჯერონიმო, ლომი და კუნფუ პანდა თქვენთან შესახვედრად ემზადებიან", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ელოდებათ მასპინძელი ,,პროფესორი ხრინკი და რუდოლფი", საპნის ბუშტების დაუვიწყარი შოუ; ჯადოსნური ჯინი ,,ჩაიფიქრე სურვილი"; ილუზიონისტი დათო რობაქიძის ფანტასტიკური შოუ; კლოუნების სახალისო და თავბრუდამხვევი წარმოდგენა; პატარებს შეუძლიათ დაამზადონ ნივთი ,,პოპინსებთან" ერთად და გახდნენ პაწაწინა ქველმოქმედები.

პატარებს ასევე ელოდებათ "ჩი გუსტას" უგემრიელესი ნაყინი, ბარამბინოს საბავშვო ტკბილეული, ბუშტები, დროშები. სადღესასწაულო მორთულობა: სახის მოხატვა, საზეიმო აქსესუარები. 50%-მდე ფასდაკლება საბავშვო წიგნებზე.

"მობრძანდით, ერთად ჩავაქროთ დაბადების დღის ტორტზე სადღესასწაულო სანთლები და ჩავიფიქროთ სურვილები", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის