23-ე საბავშვო ბაგა-ბაღში პროექტი "უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" განხორციელდა

თბილისის N23-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება "უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს , ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიწისძვრის სიმულაციური თამაში წარმოადგინეს. აჩვენეს, როგორ უნდა დატოვო შენობა მიწისძვრის დროს და დახმარებისათვის შესაბამისი სამსახურები გამოიძახო. საჩვენებელ თამაშებში ჩართული იყო სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო დახმარების მანქანები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა თოჯინების წარმოდგენაც გამართეს.

მერიის ცნობით, ღონისძიება "უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" ხორციელდება - "ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამის მიმდინარეობას აქტიურად უჭერს მხარს თბილისის მერია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის თებერვალში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

"ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამას გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) "ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტისა" (ECHO) და "კოალიცია - გერმანია ეხმარებას" (Aktion Deutschland Hilft) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის