ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეხვედრების ციკლს იწყებენ საქართველოში ლიტერატურული (ლიტერატურული პერიოდიკა, მწერალთა გაერთიანებები, საგანმანათლებლო ცენტრები) და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მიზანია, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ყველა დაინტერესებულ ჯგუფს საშუალება მიეცეს უშუალოდ ცენტრის ხელმძღვანელისგან, დეტალურად გაეცნოს ცენტრის საქმიანობას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და ქართული ლიტერატურის და კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინონ.

სამინისტროს განცხადებით, ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს, გამართოს შეხვედრები საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ ჯგუფთან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია