ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დღეს სიღნაღში გაიმართა

საბერძენთიდან ჩამოტანილი ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დღეს სიღნაღში გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტიდან აცნობეს, მეჩირაღდნეთა შორის იყვნენ: სასპორტო სკოლის მწვრთნელი ფეხბურთში ნუგზარ ნაცვლიშვილი, უეფას B კატეგორიის მწვრთნელი გელა ბაბაკიშვილი, საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში მიხეილ ბაკაშვილი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ცოტნე ბეჟაშვილი, ფეხბურთის C კატეგორიის მწვრთნელი ზურაბ ბაბაკიშვილი.

ღონისძიებაში ტრადიციულად ჩაერთვნენ "თბილისი 2015"-ის მოხალისეები. ორშაბათს, 8 ივნისს ესტაფეტა ლაგოდეხში გაგრძელდება, 9 ივნისს - ყვარელსა და გურჯაანში. მსვლელობა კახეთის რეგიონში ქალაქ თელავში 10 ივნისს დიდი კონცერტით დასრულდება.

14 ივლისამდე ოლიმპიური ცეცხლი მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს.

14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას.

26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე 48 დღე რჩება.

5 ივნისს ოლიმპიური ცეცხლი კახეთში შევიდა. საგარეჯო ოლიმპიურ მსვლელობას საზეიმო კონცერტით შეხვდა, მეორე დღეს ესტაფეტა დედოფლისწყაროში გაგრძელდა.

საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი მან აჭარის მაღალმთიანი რეგიონებისკენ აიღო გეზი და იმოგზაურა ქედაში, შუახევსა და ხულოში. 29 მაისიდან ცეცხლმა სამხრეთ საქართველოსკენ დაიწყო მოგზაურობა. ესტაფეტის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლი ადიგენს, ახალციხეს, ასპინძას, ახალქალაქს, ნინოწმინდას, წალკას, თეთრ წყაროს, ბოლნისს, მარნეულს, გარდაბანსა და რუსთავს უკვე ესტუმრა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე