მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდები - მარატ სოხუმსკი და ირაკლი სოხუმსკი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტების ოთხი მოკავშირეც.

"ჩხრეკისას ერთ-ერთ დაკავებულს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - ჰეროინი", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ელენა ალექსეევა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი ანალოგების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და წარმოების" შესახებ.

პოლიციის ცნობით, მარატ სუხუმსკი იგივე ბაგრატ ფანცულაია მოსკოვში დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ჩართული იყო ქურდობის, ძარცვისა და გამოძალვის შემთხვევებში. ირაკლი სუხუმსკიც მისი თანამზრახველია.

ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ელენა ალექსეევა აცხადებს, რომ მანამდე მოსკოვში მიჩურინის გამზირზე დააკავეს თეიმურაზ ფაროიანიც, რომელიც ერთ-ერთი ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერია. მას კრიმინალურ სამყაროში იცნობენ როგორც "თეკო". თეიმურაზ ფაროიანს ასევე აღმოაჩნდა ჰეროინი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის