,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" #1 ბაგა- ბაღში ბავშვების მოწამვლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ

აიპი ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" #1 ბაგა- ბაღში ბავშვების საკვები პროდუქტით მოწამვლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

ამასთან დაკავშირებით აიპი ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ" სპეციალური განცხადება გაავრცელა.,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება, მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით. ქალაქში მოქმედ არც ერთ საბავშვო ბაღში, არ დაფიქსირებულა ბავშვთა საკვები პროდუქტით მოწამვლის ფაქტი. ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება" მიმართავს როგორც მედიასაშუალებებს, ისე ყველა დაინტერესებულ პირს და გამოთქვამს მზადყოფნას, მათთან ერთად ჩაატაროს რუსთავში არსებულ ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვების ხარისხის მონიტორინგი", - ნათქვამია ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბავშვების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად #1 ბაგა-ბაღის დირექტორი ლეილა გორგაძე. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კი აცხადებენ რომ, საკვები პროდუქტით ინტოქსიკაციის დიაგნოზით მათთან, არც ერთი ბაგა-ბაღიდან, მათ შორის არც #1 ბაღიდან მცირეწლოვანი ბავშვები არ მიუყვანიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება