საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში ხვალ, 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება

გლოვის დღეს, 15 ივნისს, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, გლოვის ზარების დარეკვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პანაშვიდსა და პარაკლისს აღავლენს.

"ა.წ.14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად ორშაბათს, 15 ივნისს, გლოვის დღეს, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00 საათზე დაირეკება გლოვის ზარები და გადახდილი იქნება პანაშვიდი, შემდგომ კი - სამშვიდობო პარაკლისი. პანაშვიდსა და პარაკლისს სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია