გმირთა მოედანზე დაზიანებული გაზის მილი უკვე გადაკეტილია. ადგილზე სამუშაოებს "ყაზტრანსგაზი" ახორციელებს. გმირთა მოედანზე იმყოფება ქალაქის მერი დავით ნარმანიაც.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიისგან რეაგირება დაზიანებაზე მყისიერი იყო.
"შტაბში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გაზის მილი დაზიანდა. აღნიშნული ინფორმაცია "ყაზტრანსგაზ თბილისის" წარმომადგენლებს მივაწოდეთ. რომლებმაც მყისიერი რეაგირება განახორციელეს და გადაიკეტა გაზის მილი. რაც შეეხება მიზეზებს, ამის შესახებ ინფორმაცია დადგინდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.