ვახტანგ გომელაური - ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ არის დათვლილი ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ

ჩვენი ინფორმაციით, გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი არ უნდა იყოს დარჩენილი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელებისას ასევე ზოოპარკის ადმინისტრაციას ეყრდნობა.

"ჩვენი ინფორმაციით, გარეთ მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა იყოს დაკარგული. ჩვენ გუშინაც ვაცხადებდით, რომ აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა. ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ არის დათვლილი ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ. რასაც მეუბნება ზოოპარკის ადმინისტრაცია, მე ის ინფორმაცია მაქვს", - განაცხადა გომელაურმა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა