ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება , გურიელიძემ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

მან ასევე არ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, მათ ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა ყოფილიყო.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. ამ დროისთვის ალბინოსი ვეფხვი ლიკვიდირებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს