ექიმის განცხადებით, ცხოველისგან დაგლეჯილ პირს საძილე არტერია ჰქონდა გაგლეჯილი და კისრის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ვეფხვისაგან დაგლეჯილი ოთარ ცუხიშვილი საავადმყოფოში პრაქტიკულად, გარდაცვლილი მიიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იმედაძემ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხოველის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო პაციენტი მიიყვანეს.

"პაციენტი მოიყვანეს გულის გაჩერებით. ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. დაფიქსირდა სიკვდილი. პაციენტს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, კერძოდ, საძილე არტერია იყო გაგლეჯილი, ჭრილობა აღენიშნებოდა კისრის არეში. პრაქტიკულად, პაციენტი გარდაცვლილი იყო", - აღნიშნა ავთანდილ იმედაძემ.

მისივე თქმით, ცხოველის დაგლეჯის ფაქტზე სხვა შეტყობინება არ შესულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს