მინდია ჯანელიძის განმარტებით, ცხოველების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისას ზოოპარკის, შსს-სა და მერიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განმარტებით, ცხოველების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისას საბჭო ზოოპარკის, შსს-სა და მერიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, როგორ მოხდა, რომ მის ანგარიშში ორი დღის წინ მოხვდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკს გარეთ არ არიან. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, საბჭო ზოოპარკის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო.

"ეს ინფორმაცია შტაბში შემოვიდა. ეს ინფორმაცია იყო გავრცელებული სხვადასხვა უწყებებში. ეს უწყებები ეყრდნობოდნენ ისევ ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ცხოველების თაობაზე პირველად ჩვენთან საბჭოში შემოვიდა ორშაბათს, შუადღისით, რომ მტაცებელი ცხოველები უკვე ზოოპარკს მიღმა აღარ არიან. ეს ინფორმაცია მაშინ არ გავავრცელეთ მთელი დღის განმავლობაში, გადავამოწმეთ ზოოპარკთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდა აბსოლუტურად იგივე ინფორმაცია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გადამოწმების გარეშე ანგარიშში არ მოხვედრილა. ზოოპარკის დირექტორმა არაერთხელ განაცხადა როგორც ღია ეთერში, ისე კომენტარებში, რომ მტაცებელი ცხოველები არ იყვნენ ზოოპარკის ტერიტორიის მიღმა. ჩვენთან ხდება ინფორმაციის მობილიზება. ჩვენ ვეყრდნობით იმ ინფორმაციას, რაც აქვთ უწყებებს – ეს იყო ზოოპარკი, ეს იყო შსს, ეს იყო მერია. შესაბამისად, გავრცელდა ის ინფორმაცია, რაც შემოვიდა კრიზისების საბჭოში", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო