კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმის შედეგად ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ამასთან, საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათ მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით ხდება.

"აქედან გამომდინარე, მტაცებელი ცხოველების შესახებ ყველა ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რაზეც ყოველთვის ხდებოდა ხაზგასმა საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. ასევე, ეს ინფორმაცია მოწმდებოდა სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან.

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ საჯაროდაც არაერთხელ დაადასტურა, რომ საშიშროება არ არსებობს და ყველა გარეული ცხოველი ან მოთავსებულია ვოლიერებში ან დაღუპულია, რაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით იქნა გავრცელებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, საბჭოს აპარატმა არაერთხელ გადაამოწმა ქ.თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციიდან ცხოველების შესახებ ინფორმაცია, რაზეც ყოველ ჯერზე ზოოპარკის ადმინისტრაციის პასუხი იყო, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკის გარეთ არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მოქალაქეებისთვის საფრთხე არ არსებობდა.

ამასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა არაერთხელ შესთავაზეს ზოოპარკის ადმინისტრაციას ცხოველების აღრიცხვაში დახმარება, რაზეც ზოოპარკის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ, ის ამ საქმეს საკუთარი ძალებით განახორციელებდა.

ცხოველების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის არსებობამდე მივმართავთ მოსახლეობას თხოვნით, თავი შეიკავონ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ და აუცილებლობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს

საგანგებო განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს