გამგებლის ინფორმაციით, სოფელ წყლულეთში  სტიქიის შედეგები ახლო  მომავალში აღმოიფხვრება

თეთრიწყაროს გამგებლის ბესიკ წიკლაურის განცხადებით, სოფელი წყლულეთი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა ახლო მომავალში მოხდება, - ამის შესახებ გამგებელმა "ინტერპრესნიუსს" გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, სტიქიამ 14 ივნისს გზის მონაკვეთი ჩახერგა და მყისიერად მოხდა ადგილობრივებთან პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტის ვერტმფრენით მიწოდება.

გამგებლის ცნობით, ვისაც სურვილი ჰქონდა, ვერტმფრენით გადმოიყვანეს სოფლიდან.

რაც შეეხება ამ დროისათვის არსებულ ვითარებას, მისი თქმით, ჩახერგილია გზის დაახლოებით 300-მეტრიანი მონაკვეთი, დანარჩენ მონაკვეთზე კი - მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. ასევე არსებობს საფეხმავლო გზა.

ბესიკ წიკლაურის ინფორმაციით, სტიქიამდე წყლულეთსა და წვერში 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 7 ბავშვი, - ამ დროისთვის კი დარჩა 4 ადგილობრივი, მათ შორის ერთი ბერი.

გამგებელი აცხადებს, რომ ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და ახლო მომავალში დასრულდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია