თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფელი დიღომი მოინახულა.
"იმედის" ინფორმაციით, დემეტრე პირველის ქუჩაზე, მდინარე დიღმულა ადიდდა, მოვარდნილმა წყალმა 3 სახლი დატბორა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა დააზიანა.
ტერიტორიას თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების წარმომადგენლები ასუფთავებენ. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად ყველას დაეხმარონ იმის მიუხედავად, უშუალოდ კატასტროფის ზონა იქნება თუ დედაქალაქის სხვა ადგილები.