ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს "ბიბილოს" ბრენდით ცნობილი ქათამი და ქათმის პროდუქტები. "ბიბილოს" პროდუქციის პროდუქციას იმპორტს საქართველოში კომპანია "ვესტ ინვესტი" აწარმოებს, რომელიც ბაზარზე ჯერ კიდევ 2006 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სადისტრიბუციო ბიზნესში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღალი ხარისხი და საუკეთესო გემოვნური თვისებები - ძირითადად ის არის, რის გამოც მომხმარაბელი არჩევანს "ბიბილოს" სასარგებლოდ აკეთებს. როგორც "ვესტ ინვესტის" დირექტორის მოადგილე, შალვა ახრახაძე აცხადებს, პროდუქციის პოპულარობა და მზარდი მოთხოვნა მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებელმა ჯეროვნად შეაფასა "ბიბილოს" უპირატესობა სხვა ანალოგებთან შედარებით. "ბიბილოს" პროდუქციის მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი იყიდება, როგორც მსხვილ, ისე მცირე სავაჭრო ობიექტებში. გემო და ხარისხი - ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება ღერძი, რომელზეც ბრენდი "ბიბილოს" ღირებულება დგას. კომპანიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, თუმცა აქვს ფილიალები საქართველოს ყველა სტრატეგიულ ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორში და თელავში. კომპანია პროდუქციის დისტიბუციას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს.
"ვესტ ინვესტი" საქართველოში ძირითადად გაყინული ქათმის, ღორის ხორცისა და თევზის იმპორტს ახორციელებს. ღორის ხორცისა და თევზის მიმართულებით ჩვენი ბრენდებია West Meat da West Fish. რაც შეეხება ქათმის პროდუქტებს, ჩვენს პორთველში შედის ქათმის ფილე ("ბიბილო", "მამალო"), ქათამი ("ბიბილო", "ქუალიკო", "უკრაინული ქათამი") და ქათმის ყველა პროდუქტი: ბარკალი, ღვიძლი, კუჭი, ფრთები, მენჯი და დრამსტიკი. ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტში ასევე არის მზესუმზირის ზეთი - "დივნოე" და "ბრავიტა". პროდუქცია შემოგვაქვს მხოლოდ წამყვანი საექსპორტო ქვეყნებიდან, მათშორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ნორვეგია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჰოლანდია, კანადა, ბრაზილია, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი და სხვა", - განაცხადა ახრახაძემ.
მისივე თქმით, კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი და მომხმარებლამდე ამ პროდუქციის სწორად მიტანა.
"ჩვენი საწყობები და ავტოპარკი სრულად უზრუნველყოფს პროდუქციის ტრანსპრტირებისას სასურველი ტემეპრატურული რეჟიმის დაცვას -18°C-ზე. სამწუხაროა, მაგრამ ბევრი კომპანია, ხარჯების შემცირების მიზნით, პროდუქციის ტრანსპორტირებისას აუცილებელ პირობებს არ იცავს და დისტიბუციას უმაცივრო მანქანითაც კი ახორციელებენ. კომპანიები მსგავსი გზებით ცდილობენ პროდუქციის სარეალიზაციო ფასის შემცირებას. ჩვენი სტრატეგია კი პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ყოველთვის მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციით ვიყოთ წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუდმივად დიდ ინვესტიციებს ვდებთ ლოჯისტიკის მონიტორინგსა და ავტოპარკის განახლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ძალიან მსხვილ მომწოდებლებთან ვთანამშრომლობთ, შესყიდული პროდუქტის ხარისხს სტაბილურად ვუწევთ მონიტორინგს", - აღნიშნა "ვესტ ინვესტის" დირექტორის მოადგილემ.
რაც შეეხება იმ უპირატესობებს, რომელიც კომპანიას გამოარჩევს ადგილობრივ ბაზარზე სხვა კონკურენტულ პროდუქციასთან შედარებით, ახრახაძის თქმით, ყველა პროდუქტი ხასიათდება იმით, რომ არ არის გენომოდიფიცირებულ საკვებზე გაზრდილი, და დამუშავებულია ისეთ ქარხნებში, რომლებიც პროდუქციას ევროკავშირის ქვეყნებს აწვდიან.
"დაბალი მყიდველობითი უნარის გამო, ქართული ბაზარი ძალიან მგრძნობიარეა ფასის მიმართ და მომხმარებელი ძირითადათ უპირატესობას იაფ პროდუქტს ანიჭებს, და ეს მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ფასი ხშირად მხოლოდ დაბალ ხარისხს ნიშნავს. ამ რეალობაში ბუნებრივია რთულია აქცენტი ხარისხიან პროდუქტზე გააკეთო, თუმცა, ჩვენი ბიზნესის სტრატეგია შემდეგ ძირითად ფუნდამენტს ემყარება - კომპანიის დამფუძნებლები და მმართველი გუნდი სრულად ვაცნობიერებთ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მომხმარებლის წინაშე გვაქვს და შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ხარისხის სტანდარტი უცვლელად შევინარჩუნოთ. შედეგად, 2014 წელს სტაბილური ხარისხის შენარჩუნებისთვის ჯილდოც გადმოგვეცა. ჩვენს პორთფელში შემავალი ყველაპროდუქტი ხასიათდება იმით, რომ არ არის გენომოდიფიცირებულ საკვებზე გაზრდილი, და დამუშავებულია ისეთ ქარხნებში, რომლებიც პროდუქციას ევროკავშირის ქვეყნებს აწვდიან. აუცილებლად განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ჩვენს პორთფელში შემავალი ყველაზე გამორჩეული ბრენდი "ბიბილო". ამ ხაზით მომხამებელს მიეწოდება ქათამი, და ქათმის შემდეგი პროდუქტები: ბარკალი, ფრთები, მენჯი და ფილე. "ბიბილოს" ყველა პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ქათამი გაზრდილია ნატურალურ ხორბალსა და სიმინდზე, ქარხნიდან ძალიან მცირე ვადებში არის უკვე მაღაზიის დახლზე წარმოდგენილი, როგორც ჩვენი ყველა სხვა პროდუქტი, რა თქმა უნდა, არის არაგენმოდიფიცირებული და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. "ბიბილო" – უფრო გემრიელია!", - განაცხადა ახრახაძემ.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიის მენეჯმენტი ფასებთან მიმართებაში ყოველკვირეულ შეხვედრებზე მსჯელობს და მომხმარებელს ადეკვატურ ფასებს სთავაზობს.
"კომპანიის მენეჯმენტის ყოველკვირეულ შეხვედრაზე ყოველთვის განვიხილავთ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებული კონკურენტების ფასებს, არამედ ფასების დინამიკას მსოფლიო ბაზრებზე, რათა ყველა ცვლილება მაქსიმალურად ოპერატიულად გავითვალისწინოთ და ავსახოთ, - აღნიშნავენ "ვესტ ინვესტში".
(R)