ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გრძელდება

იმედი მაქვს, ღმერთი გადმომხედავს და ეს ნაფიცები მაინც ადვილად გამოიტანენ დამნაშავისთვის საკადრის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძისთვის ნაფიცების შერჩევის პროცესის დაწყებამდე, მოკლული ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორია მისი პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პირველ ეტაპზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ოქროპირიძის მიმართ ვერ გამოიტანეს. დიდებულიძემ აღნიშნა, რომ ამის ანალიზი მისთვის ძნელია.

"მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება მაინც არ არის იმდენად მზად ასეთი საქმისთვის და ალბათ პრაქტიკაში დაიხვეწება. საკმარისი მტკიცებულებები არსებობს ოქროპირიძის წინააღმდეგ და ნათელია მისი დანაშაული. საორჭოფო აქ არაფერია და იმედი მაქვს, მეორე ეტაპზე ნაფიცი მსაჯულები დადგებიან სწორ გზაზე და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. მკვლელი ქუჩაში არ უნდა დადიოდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

რაც შეეხება გიორგი ოქროპირიძის განცხადებას, მისი მეგობრის, ვლადიმერ ბერძენიშვილის დანაშაულში მონაწილეობის თაობაზე ნინო დიდებულიძემ აღნიშნა, რომ ოქროპირიძე ცდილობს, თავი გადაირჩინოს.

"მან იცის, რომ სამუდამო პატიმრობა ემუქრება და ხელს ადებს, არ ინდობს ამხანაგსაც კი. ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს და პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და, მხარეების გარდა, მხოლოდ მოკლულის დედა ესწრება. როგორც პროცესის დაწყებამდე ოქროპირიძის ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს 27 კანდიდატიდან მოხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროცესის მეორე ეტაპზე განხილვას სავარაუდოდ ორი თვე დასჭირდება. რაც შეეხება ოქროპირიძისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას, მას შემდეგ, რაც პირველ ეტაპზე ნაფიცებმა ვერდიქტი ვერ მიიღეს, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს იყო ხელოვნურად წარდგენილი ბრალი, რათა გიორგი ოქროპირიძისთვის 9-თვიანი პატიმრობის ვადა გაეგრძელებინათ. ამასთან, მისი თქმით, ბრალდებული შიმშილობდა, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის უცნობია შეწყვიტა თუ არა პროტესტის ეს ფორმა გიორგი ოქროპირიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო