GEM fest ანაკლიაში ერთ-ერთ საუკეთესო დიჯეის მასპინძლობს

უკვე იცით, რომ 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია ახალ ქართულ ელექტრონულ მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. მონაწილეთაგან ჯერ მხოლოდ 70%-ია ცნობილი, თუმცა ინტერესი ძალიან დიდია. eventer.ge-ზე უკვე დაიწყო ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალჯერადად მოსახვედრი მულტი-პასების სპეციალურად ფასად, 99 ლარად გაყიდვა.

ელექტრონულ მუსიკას საქართველოში საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ანაკლიაში გასამართი ფესტივალის ფარგლებში პროგრამის კუთხით მათ არაერთი მნიშვნელოვანი არტისტის მოსმენის ფუფუნება ექნებათ.

ამ სიურპრიზს ორგანიზატორები დიდხანს მალავდნენ, თუმცა მისი გამჟღავნების დრო დადგა. ტრანსის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, არმინ ვან ბიურენი მალე საქართველოს ესტუმრება და 31 ივლისს ანაკლიის აუდიტორიის წინაშე დაუკრავს. სხვათაშორის, ვან ბიურენი არაერთხელ აღიარეს წლის საუკეთესო დიჯეიდ. მისი ჟანრი ტრანსია და ფიქრობს, რომ ამ ჟანრის განსავითარებლად კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს, თუმცა წლების მოღვაწეობა ამ სფეროში და უამრავი ჯილდო, მათ შორის, პრესტიჟული „გრემის“ ნომინაცია ადასტურებს, რომ არტისტმა უკვე ძალიან შთამბეჭდავი გზა გაიარა. აქვს საკუთარი მუსიკალური სტუდია და 2001 წლიდან რადიოგადაცემას უძღვება, რომელსაც მილიონობით მსმენელი ჰყავს. მისი „ფეისბუქის“ გვერდს კი, 8 მილიონზე მეტი ლაიქი აქვს. მის კომპოზიციებს „იუთუბზე“ ასევე მილიონობით ადამიანი უსმენს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კოლაბორაცია ტრევორ გუტრისთან, სახელწოდებით This Is What It Feels Like, რომელსაც „იუთუბზე“ 59 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ბიურენი 2014 წელს კვლავ მოხვდა Dj Mag Top 100-ის სამ საუკეთესო დიჯეის შორის.

ის, რომ ტრანსის მეფე მუდმივად ინარჩუნებს ტიტულს ელექტრონული მუსიკის სამყაროში, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ მუდმივად სიახლეებისკენ მიისწრაფვის. მუსიკა მისთვის გატაცებაზე მეტია, ტრანსი კი ის ჟანრი, რომელსაც ცხოვრება მიუძღვნა.

მუსიკით შთაგონებული დიჯეის სეტს ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მსმენელი ანაკლიაში მოისმენს. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს gem-fest.com

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია