ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობა იგეგმება

საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დარგის ექსპერტების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განუცხადა, მდინარე ვერემ ნგრევა დაამთავრა და ახლა უნდა დაიწყოს მშენებლობა.

"ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები, დავიწყეთ კვლევა იმ პრობლემის, რაც ვერეს ხეობაშია. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროექტი. ამ პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით", - აღნიშნა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. "დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ჯგერენაიამ.

რაც შეეხება იმას, როდის წარუდგენენ ამას მთავრობას, როგორც მან აღნიშნა, მთავრობას გარკვეული სიგნალი უკვე მისცეს. "მთავრობას სიგნალი მივეცით. რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია", - აღნიშნა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 ლარი და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან.

"მოლაპარაკებები გაიმართა ბიზნესმენებთან. ისინი გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი", - დასძინა ემზარ ჯგერენაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს