ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაოების შედეგად, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ92 მონაკვეთსა და 99–ე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი მდინარის გამონატანებისა და მიწის მასისგან გაიწმინდა.

აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია