არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს

არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართავს. როგორც არქიმანდრიტმა თეთრუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამის მიმართვას დღეს შეიტანს. არქიმანდრიტის თქმით, მზად არის, ორმაგი მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში გააგრძელოს ღვთისმსახურება კახში.

"იმისთვის, რომ კახში საქმიანობა გავაგრძელო, აუცილებელია აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება. საქათველოს მოქალაქეობის დაკარგვასა და მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე, უსაფრთხოების გამო უარს ვამბობ. ამ შემთხვევაში, ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა და შევიწროება აზერბაიჯანული მხარის მიერ. ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა შემინარჩუნდეს და მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა", - განაცხადა არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.

კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარის არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები 21 ივნისს შეექმნა, როდესაც კახში არ შეუშვეს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არქიმანდრიტს განუცხადეს, რომ "შავ სიაშია" შეყვანილი. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაა, რომ კახში მოღვაწე საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა აიღონ. ამის გამო, არქიმანდრიტი ამ დროისთვის კახში ღვთისმსახურებას ვერ ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა