ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო "რუსთავის ფოლადის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო შპს "რუსთავის ფოლადის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოდან აცნობეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC) ყურადღებით ადევნებს თვალს შპს "რუსთავის ფოლადთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა შემთხვევა, რომელიც შეაფერხებს და სირთულეს შეუქმნის საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას, ეს არის განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი და არასასურველი მოვლენა ქვეყნის ბიზნესგარემოსთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და რომ თავისუფალი სასამართლო არის დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერმა მოსამართლემ, როგორც პირველ რიგში საქართველოს მოქალაქემ და საჯარო მოხელემ, რეალურად უნდა შეაფასოს მიღებული გადაწყვეტილების შედეგი იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ბიზნესკომპანიების ფუნქციონირებას, განსაკუთრებით კი ისეთი კომპანიის, როგორიც არის "რუსთავის ფოლადი".

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გონივრული გადაწყვეტილებებით ისეთ საკითხებზე, რომელთანაც ჩვენ ახლა გვაქვს საქმე, შესაძლებელია არ დარიღვეს კანონი და ასევე, არ შეფერხდეს ასეთი დიდი საწარმოს ფუნქციონირება. ვიმედოვნეთ, რომ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა ყურადღებით მოეკიდება აღნიშნულ პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა