თინა ხიდაშელი - რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრაფარეტების უკან, საბჭოთა კავშირისდროინდელი საზღვრისკენ გადაწევა

ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით რუსები, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა გუშინ, იმიტომ რომ ეს მცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული.

"ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება. ეს არის ის, რაზეც ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

"ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისაგან თავის დაღწევის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო