ვახტანგ გომელაური - შვიდი წელი გავიდა, მილსადენს არავინ შეხებია და არც ახლა მგონია, დაზიანდეს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას გმობს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სხვადასხვა სოფლებში დგას და რაც გორის რაიონში გააკეთეს ეს არ არის პირველი და უცხო.

"ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ამას", - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაგრძელება, თუ უნდა შეიცვალოს მოლაპარაკებების ეს ფორმატი, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენს, გომელაურმა განაცხადა, რომ მილსადენს 7 წელია არავინ შეხებია. შს მინისტრი იმედოვნებს, რომ მილსადენს პრობლემა არც ამჟამად შეექმნება. "არ არის მანდ პრობლემა, ძალიან ახლოს გადის. აქამდე შვიდი წელი გავიდა და არავინ შეხებია ამ მილსადენს და არც ახლა მგონია დაზიანდეს, რადგან მიწაშია ძალიან ღრმად. თუ ეს მოხდება, შესაძლებელი იქნება იმ კილომეტრნახევარის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოწევა, რა თქმა უნდა, ეს თანხები დაჯდება", - აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეაგირება ხდება.

"რეაგირება ხდება და ეს ვისი შედეგია და რატომ ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს უკეთესი იქნება", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს