ბათუმში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ყველაზე მარტივი ბანკი Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ახალი Express Bank-ის სერვისცენტრი ქალაქ ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე გაიხსნა. Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

"Express Bank-ის ივლისის თვის შეთავაზება შემდეგში მდგომარეობს: 31 ივლისის ჩათვლით ის, ვინც აიღებს განახლებულ Express Card-ს, საჩუქრად გადაეცემა 1000 Express ბონუს ქულა. Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო, საინტერესო და მარტივ შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს", - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, მსურველს შეუძლია ეწვიოს შემდეგ ვებგვერდს - www.expressbank.ge.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია