NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სიუჟეტს ამზადებს

NATOCHANNEL.TV-ის რეპორტიორი ჯეფ ჰოლდენი, სოფელ სკრაში, ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტის, "საქართველო IV"-ის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯეფმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი უკვე დაათვალიერა. რამდენიმე დღე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გაატარა. ამერიკელი რეპორტიორი წუხს, რომ ავღანეთში ყოფნისას, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ქართველ სამხედროებზე რეპორტაჟის მომზადება ვერ მოახერხა. თუმცა აქვე ამბობს, რომ NATOCHANNEL.TV ავღანეთში საკმაოდ ხშირად აშუქებს ქართველი მეომრების საქმიანობას. ეს სატელევიზიო რეპორტაჟები NATOCHANNEL.TV-ის ოფიციალურ საიტზეა ატვირთული.

სამხედრო პოლიგონიდან ჯეფ ჰოლდენმა დღეს გორის რაიონში გადაინაცვლა და სოფელ სკრაში ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტის მიმდინარეობა გადაიღო. სოფელ სკრაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსებმა შეიარაღების საცავი ააფეთქეს. აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა საბრძოლო მასალით დააბინძურა. ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA) პროექტის ფარგლებში კი აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა გასული წლიდან ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგები უტარდება და აღჭურვილობასაც აწვდიან.

ჯეფ ჰოლდენს სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J5-სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი, საინჟინრო ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გოჩა შავგულიძე, ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის მენეჯერი დევიდ თოუნდროუ და სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა"- ს წარმომადგენლები დახვდნენ. სწორედ, ისინი იქნებიან ამერიკელი ჟურნალისტის რეპორტაჟის მთავარი გმირები, რომელიც ნატო-ს არხისთვის მზადდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა