საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი მემორანდუმი თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსიპ "საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა" და სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" შორის გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ და სსიპ "საერთო სასამართლოების დეპარტამენტის" თავმჯდომარე ლაშა ქარჩავამ.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სასამართლო სხდომის დარბაზებში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

"ამიერიდან მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, სასამართლო დარბაზშივე გადაამოწმოს კანონმდებლობაში შესული ბოლო ცვლილებები, ვინაიდან საკანონმდებლო ბაზა სწრაფად იცვლება და ვითარდება; აღარ იქნება იმის რისკი, მოსამართლემ ისარგებლოს მოძველებული კანონმდებლობით.

პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობას, სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების პოპულარიზაციას.

მემორანდუმის ფარგლებში სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" თბილისის საქალაქო სასამართლოს 43 სხდომათა დარბაზში 129 სტაციონარულ ბრენდირებულ კომპიუტერს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსებს", - აცხადებენ სამინისტროში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია