"სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ერთიანდება

ქართულ ინტერნეტბაზარზე მოქმედი ორი დიდი კომპანია - "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" გაერთიანებას გეგმავს. შერწყმის შესახებ განაცხადი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უკვე შესულია.

სს "სილქნეტისა" და შპს "კავკასუს ონლაინის" შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 აგვისტოს განიხილავს.

"სილქნეტში" ადასტურებენ, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას "კავკასუს ონლაინთან" გაერთიანების უფლების მინიჭების თაობაზე განცხადებით უკვე მიმართეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით "სილქნეტი" განცხადების გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის