საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" 378 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი "ლირიკა" (Lyrika) აღმოაჩინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მედიკამენტები ექიმის რეცეპტის გარეშე, კანონსაწინააღმდეგოდ ირანის მოქალაქეს, ა.ნ-ს შემოჰქონდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე- 6 განყოფილებას გადაეცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"