ქართულ-უკრაინული გამოფენის შესახებ კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება

კულტურის სამინისტროში ხვალ თანამედროვე ხელოვნების ქართულ-უკრაინული გამოფენის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც 2015 წლის სექტემბერში სტამბულისა და კიევის ბიენალეებზე იქნება წარმოდგენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, სამინისტროს პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო და გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე ავტორი თამარ ჭაბაშვილი გაუძღვებიან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ-უკრაინული გამოფენა - "ფიქრის ფორმის მანიფესტი - გაუჩინარების გზა" 2015 წლის 2-30 სექტემბერს, სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14 ბიენალეს პარალელური პროგრამის ფარგლებში და კიევის ბიენალეზე, (8 სექტემბერი-1 ნოემბერი) იქნება წარმოდგენილი. სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14 ბიენალეს თემაა "SALTWATER a Theory of Thought Forms" ("ზღვის წყალი - ფიქრის ფორმის თეორია"), კიევის ბიენალესი კი - "The School of Kyiv" (კიევის სკოლა).

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული გამოფენის იდეის ავტორი ცნობილი ავსტრიელი კურატორი გეორგ შოლჰამერია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, თბილისს 2-4 ივნისს სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გეორგ შოლჰამერი სხვადასხვა სახელოვნებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კურატორებს და ხელოვანებს შეხვდა, 100-ზე მეტი არტისტის პორტფოლიოს გაეცნო და არჩევანი 3 ქართველ არტისტზე - ანა ჩადუნელზე, თამარ ჭაბაშვილზე და უტა ბექაიაზე შეაჩერა. პარალელურად, ქართულ-უკრაინულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად არტისტები შეირჩნენ უკრაინიდანაც, კერძოდ, ანა ზვიაგენცევა და ლადა ნაკონეჩნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია