თბილისში დენის ახალი ტარიფი 18 დეკემბრამდე გახდება ცნობილი

სემეკ-ის წევრი გოჩა შონია ფიქრობს, რომ "თელასის" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო ვადამდე – 18 დეკემბრამდე გაცილებით ადრე იქნება მიღებული.

ამის შესახებ შონიამ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სამომხმარებლო ტარიფის შეახებ საჯარო განხილვის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც შონიამ აღნიშნა, ტარიფის ორ კომპონენტთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა უკვე გაიმართა. დღეს კი საჯარო განხილვა გაიმართება საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტთან დაკავშირებით.

"თელასის ტარიფთან დაკავშირებით ბოლო ვადა 18 დეკემბრამდე გვაქვს. თუმცა, დიდი ალბათობით, მანამდე მომზადდება ეს საკითხი, გამოვა კომისიის სხდომაზე და შესაბამისად კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი არ იქნება. დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობს და ვფიქრობ, რომ გაცილებით ადრე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ეს არის 18 დეკემბერი", - განაცხადა შონიამ.

რაც შეეხება დღევანდელი საჯარო განხილვის თემას, შონიას თქმით, შესყიდვის კომპონენტი არის მნიშვნელოვანი.

"ძირითადი კომპონენტი, რომლითაც ითხოვდა "თელასი" ტარიფის კორექტირებას, ეს იყო შესყიდვის კომპონენტის გაძვირება. ამიტომ მასზე ბევრწილადაა დამოკიდებული სამომხმარებლო ტარიფის საბოლოო განაკვეთი", - განაცხადა შონიამ.

განხილვას "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც ესწრება, რომელმაც აღნიშნა, რომ "თელასს" ელექტროენერგიის შესასყიდი ფასები აქვს ხელოვნურად გაბერილი. როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ტარიფის ზრდით დაინტერესებული არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

სემეკ-ში თელასის ტარიფთან დაკავშირებით, ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტო. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 18 დეკემბერი. საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტებთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა სემეკ-ში იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა