სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართა.

დღევანდელ განხილვაზე კომპანიის საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ იმსჯელეს.

განხილვას, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, უკვე განხილულია ტარიფის შემადგენელი ოთხივე კომპონენტი. თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია და მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.

"დღეს განვიხილეთ ორი კომპონენტი, შესყიდვისა და საოპერაციო დანახარჯების. შესყიდვის ნაწილში ცალსახად კომპანიას ეზრდება შესყიდვები. თუმცა საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში არის კლება. მათ ჰქონდათ წარმოდგენილი დაახლოებით 70 მილიონამდე საოპერაციო დანახარჯები. თუმცა იმ სამუშაო ვარიანტში, რაც დეპარტამენტმა წარმოადგინა, არის დაახლოებით 57 მილიონი ლარი. ანუ დეპარტამენტმა 13 მილიონით საოპერაციო დანახარჯების კლება წარმოადგინა. შესაბამისად, ოთხივე კომპონენტში სხვადასხვა მიმართულებითაა ტრენდი. ზოგში არის კლება, ზოგში - ზრდა. საბოლოო ჯამში, როგორ ჩამოყალიბდება ტარიფი, ამის გადაწყვეტა მოხდება კომისიის სხდომაზე", - განაცხადა გოჩა შონიამ.

მისივე თქმით, ყველა კომპონენტი ახდენს გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, რადგან სამომხმარებლო ტარიფი ეს არის ოთხივე კომპონენტის ჯამი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო