"ალი და ნინოს" სკულპტურას ახალ ადგილზე გადაიტანენ

"ალი და ნინოს" სკულპტურა 50 მეტრის მოშორებით ახალ ადგილზე განთავსდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ზირაქაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, არსებული ტერიტორიიდან 50 მეტრში სკულპტურისთვის პლატფორმა უკვე მზად არის. სკულპტურის ნინოს ნაწილს სამი ფრთა გადატანის დროს ბაგირის გაწყვეტის შედეგად დაუზიანდა.

როგორც გიორგი ზირაქაშვილი აცხადებს, ძეგლის დაზიანებული ფრთის აღდგენის შემდეგ "ალი და ნინოს" ძეგლი 5 სექტემბერს ახალ ადგილზე განთავსდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია