მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ჯოკია ბოდოკია სასამართლოს დღეს ჩვენებას მისცემს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, ბოდოკიასთვის საპროცესო შეთანხმების შესახებ საუბრების დაწყებასთან დაკავშირებით.
როგორც ადვოკატმა განმარტა, ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმებაზე მილაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, იცის პროკურატურის პოზიცია და ბრალდების მხარე საპროცესოზე თანახმა არ არის.