მიხეილ ყაველაშვილი სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი იმ დებულებას, რომლის მიხედვითაც ის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ იღებს მონაწილეობას, სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ის სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს და მოითხოვს იმ დებულების გაუქმებას, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ქონას ავალდებულებს.

ყაველაშვილის თქმით, ეს არის არასამართლიანი დებულება და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არსებობს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ან მაღალჩინოსანს, უმაღლესი განათლება არ აქვს. "საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის შინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, მართალია, ვადებში ვერ მოესწრება, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება მოასწროს, თუმცა ის მაინც ეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას.

ყაველაშვილი დღეს სასტუმრო "რედისონში" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, რევაზ არველაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა ხდება, ან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ასეთ ღონისძიებებზე ეპატიჟებიან.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა