საქართველოს ელჩი ირანში არ გამორიცხავს, რომ ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღსადგენად მთავრობის შიგნით საუბარი მიდიოდეს

საქართველოს ელჩი ირანში, იოსებ ჩახვაშვილი არ გამორიცხავს, რომ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმის აღდგენის თაობაზე მთავრობის შიგნით საუბარი მიდიოდეს.

როგორც ჩახვაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს საკითხი არის მთავრობის გადასაწყვეტი. "ალბათ მიდის ამაზე საუბარი იმიტომ, რომ დინამიკა ასეთი გახლავთ, ვიზების ლიბერალიზაცია ხდება. როცა ელექტრონულ ვიზას ვუწესებთ, 3-4 დღის განმავლობაში ვიზის აღება შეუძლია. ვფიქრობ, რომ მომავალში უკეთესი პირობებიც იქნება. ყოველ შემთხვევაში იმდენად გამარტივებულია ვიზები, რომ ირანელებს არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ გააჩნიათ", - აღნიშნა ჩახვაშვილმა.

ელჩი არ ფიქრობს, რომ ქართული მხარის მიერ ირანისთვის თავის დროზე უვიზო რეჟიმის გაუქმება შეცდომა იყო და აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა ვიზებს აწესებს გარკვეული მოსაზრებების გამო და არავის აქვს უფლება იკითხოს – რატომ.

"დღეს ირანელებს არავითარი საპრეტენზიო ვიზებთან დაკავშირებით არ უნდა გააჩნდეთ იმიტომ, რომ თანდათანობით მოხდა ვიზის ლიბერალიზაცია. ახლა ელექტროვიზები აქვთ და საელჩოში მისვლის გარეშე შეუძლიათ მიიღონ ერთთვიანი ვიზა. ჩვენ გასული წლის პირველ სექტემბერს დავაწესეთ სავიზო რეჟიმი და იმის შემდეგ სულ არის ლიბერალიზაციის პროცესი, ამიტომ ვერ ვხედავ ძალიან დიდ პრობლემას იმიტომ, რომ ვიზებს ჩვენ მაინც გავცემდით, მაგრამ წინა წლებში ცოტა მოცდა სჭირდებოდათ. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული პროცესია. ნებისმიერი ქვეყანა ვიზას აწესებს გარკვეული მოსაზრებების გამო. არავის აქვს უფლება იკითხოს რატომ, იმიტომ, რომ სახელმწიფომ ამ ეტაპზე ასეთნაირად გადაწყვიტა. როდესაც ისინი ევროპაში გადიან, თვეობით ელოდებიან ვიზას. ჩვენმა მთავრობამ იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება ვიზები დაეწესებინა და ეს ჩვენი სუვერენული უფლება იყო", - განაცხადა იოსებ ჩახვაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს